Friday, July 18, 2014

პროექტ - ღონისძიების სახელწოდება: ,, ჩვენ ვაჟკაცობა-ძველთაგან მოგვდევს.“


     მთავარი იდეა:  ვაჩვენოთ, თუ როგორ მიაგებს პატივს,  XXІ საუკუნის რეპით გატაცებული თაობა საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს.
    აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, ორგანიზების, ინტერვიუს აღების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, შემოქმედებითობის უნარები
                             ღონისძიების  შეჯამება
 2014 წლის 23 მაისს  ლესიჭინეს  N3 საჯარო სკოლაში გაიმართა 26მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება-პროექტი  სახელწოდებით:  ,,ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს“. 
   ღონიზძიების მთავარი იდეა იყო გვეჩვენებინა  თანამედროვე   XX І  საუკუნის  რეპით გატაცებული თაობა, თუ როგორ მიაგებს პატივს საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს.
     ჩართულები იყვნენ (6-11) მოსწავლეები სურვილის შესაბამისად.
      ღონიზძიების მიზანი იყო მოსწავლეებში 26 მაისის-როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის მნიშვნელობის უკეთ გააზრება, საკუთარი ქვეყნის მიმართ პიროვნული მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის დაფიქსირება,   ასევე კვლევა-ძიების,თანამშრომლობითი შემოქმედებითი უნარების განვითარება.
    მნიშვნელოვანი იყო იმდენად რამდენადაც მოსწავლეები იხსენებდნენ და განიხილავდნენ საქართველოს დამოუკიდების აღდგენის ისტორიულ ფაქტებს.საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირების სადიდებელი მოსწავლეებმა ტრადიცილ ლექსებთან ერთად ფრიად ორიგინალურად გამოხატეს -კერძოდ რეპის სტილში გაჟღერდა პატრიოტული თემატიკა, ამ ტექსტის ძირითადი ნაწილი თვით მოსწავლეების მიერ შეიქმნა. მათ ასევე შეარჩიეს მუსიკალური ფონი და სლაიდები ღონიზძიების თითეოული ეტაპისთვის.მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი,კვლევა-ძიების,თანამშრომლობითი უნარები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ მოახდინეს შერწყმა ძველის, კლასიკურის, ტრადიციულის -- ახალთან, თანამედროვესთან, ორიგინალურთან.
       მოსწავლეებმა ცნობიერებაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ამ იდეისთვის თავგანწირული გმირების ღვაწლს. ამ ღონისძიებისათვის მათ აიღეს ინტერვიუ დაბა ჩხოროწყუს მუზეუმის თანამშრომელთან ბატონ ზაურ ჯალაღონიასთან და სოფელ ლესიჭინეს მკვიდრთან ბატონ დ. სიჭინავასთან. ინტერვიუს ფარგლებში რესპიდენტებს დაესვათ შემდეგი კითხვები: 
 რა იცით რუსული საოკუპაციო ჯარის ჩხოროწყუში შემოსვლასთან დაკავშირებით?
რა გსმენიათ ან რა ფაქტები მოგეპოვებათ?(ზ.ჯალაღონიას).
 რა ცნობები არსებობს ს.ლესიჭინეში ოკუპანტების შემოსვლასთან დაკავშირებით ?(დ.სიჭინავას).
   რა ფორმით განხორციელდა და რა შედეგები მოჰყვა ამას?(ორივეს).
გაირკვა რომ სისხლისღვრა არ მოჰყოლია რუსული ჯარის შემოსვლას, წინააღმდეგობა არსად ჩვენს რაიონში მათთვის არ გაუწევიათ, მაგრამ ლესიჭინეში ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა, თურმე რუსი ჯარისკაცის მიერ გასროლილმა (როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია) შემთხვევითმა ტყვიამ მაინც დაღვარა უდანაშაულო ადამიანის სისხლი.
  მოსწავლეებმა მოახდინეს მობილიზება ორ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხიც დაფიქსირებით:
 1. როგორი მინდა იყოს ჩემი საქართველო?
2.  რას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის?
მოსწავლეთა ნაწერები დიდ ფლიფჩატზე განთავსდა და ღონისძიების დღეს კედელზე მიამაგრეს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად.
      ღონისძიებისათვის მზადება გაგრძელდა 1 თვე.
რესურსთაგან გამოყენებული იყო ბიბლიოთეკაში არსებული შესაბამისი  წიგნები, ინტერნეტი, პროექტორი კომპიუტერი, თაბახები, პლაკატები ,კალმები,ციფრული ფოტოაპარატი, ქსეროასლები, ფლომასტრები.
       ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი ხათუნა აფაქელავა. ესწრებოდნენ  მოწვეული სტუმრები, მითითებული ღონისძიების შესახებ სტატია დაიბეჭდა  გაზეთ:,, ლესიჭინეს მომავალში“.

     ხელმძღვანელი  ეკა სახურია     

No comments:

Post a Comment