გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის თემა:
,,გრამატიკის სწავლების თავისებურებები ქართულსა და რუსულ ენებში.“
კლასი:
VІІ
საფეხური:
საბაზო
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები:
ქართული ენა--- ლ.სიჭინავა
რუსული ენა----ე.სახურია
მოსწავლეთა რაოდენობა:
6.  არც ერთი მათგანი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას.
გაკვეთილის მიზანი:
მოცემულ საბაზო საფეხურზე, ქართულსა და რუსულ ენებში  მითითებული გრამატიკული საკითხების განხილვა და მათ შორის მსგავსება - განმასხვავებელი ნიშნების განსაზღვრა.   მოსწავლეებში  აღწერის, დაკვირვების, ანალიზის, თავისუფლად აზრის გამოთქმის უნარების განვითარება .
მისაღწევი შედეგი:
       მოსწავლეებმა იციან ძირითადი გრამატიკული საკითხები (რომლებიც მოწოდებულია მითითებულ საბაზო საფეხურზე)  ქასთულსა და რუსულ ენებში.
      მოსწავლეებმა არკვევენ საერთო და განმასხვავებელი ნიშნებს  რუსული და ქართული ენების  გრამატიკული საკითხებისა მოცემულ ეტაპზე.მათ უღვივდებათ ინტერესი ამ ორი ენის გრამატიკის უფრო ღრმად  შესწავლისა,უვითარდებათ  აღწერის,დაკვირვების,ანალიზის,სინთეზირების ,  თავისუფლად აზრის გამოთქმის  უნარებს.გაიუმჯობესებენ სამეტყველო პრაქტიკას.
წინარე ცოდნა:
მოსწავლეებმა უკვე იციან მოცემულ  საბაზო საფეხურზე მითითებული საკვანძო გრამატიკლი საკითხები ქართულსა და რუსულ ენებში.
გაკვეთილის აქტუალობა და მნიშვნელობა:
  მოსწავლეები კიდევ ერთხელ ღრმად გაანალიზებენ იმ ძირითად გრამატიკულ საკითხებს რომლებიც უკვე შეისწავლეს, გამოიმუშავებენ შედარების გაკეთების , ანალიზირების, შეჯამების კეთების უნარებს.
კლასის ორგანიზება  ,აქტივობა, დრო.
1 აქტივობა :  მასწავლებლების  მისალმება  1-1  წთ.
 2 აქტივობა:   სამოტივაციო კითხვები:    რა არის ენა?  რას შეისწავლის გრამატიკა?    არის თუ არა საჭირო გრამატიკის შესწავლა? თქვენი აზრით  XXІ საუკუნეში რატომ არის აქტუალური გრამატიკული საკითხების სათანადოდ ფლობა? 5წთ.
3  აქტივობა:  მინილექცია  თემაზე   -  თუ რატომ არის საჭირო ქართული ენის გამატიკის შესწავლა და  რატომ არის საჭირო რუსული ენის გრამატიკის შესწავლა.  (ორივე მასავლებელი).   2-2წთ.
4 აქტივობა: მონაცვლეობითი კითხვები  (გრამატიკული საკითხების გახსენება-განხილვა)  მორიგეობით   ქართულსა და რუსულ ენებში.     (მთელი კლასი).  
      ქართული ენის მასწავლებელი უსვამს კლასს კითხვებს მეტყველების ნაწილებზე  და სხვა  გამატიკულ საკითხებზე, გამოჰყავს მოსწავლეები დაფასთან და ისინი არჩევენ წინადადენებს.7წთ.  რუსული ენის მასწავლებელი უსვამს კლასს შეკითხვებს  უკვე ნასწავლ გრამატიკულ საკითხებზე,იყენებს თვალსაჩინოებას  მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ არსებითი სახელის(სულიერია თუ უსულო და ა.შ .)გამომხატველი სურათები ასევე უნდა გამოიცნონ რომელ მათგანზეა ასახული ზმნით გამოხატული მოქმედება.იყენებს დამახინჯებულ ტექსტს და მიმართავს კლასს გაასწორონ შეცდომები.  7წთ.
5  აქტივობა:   ვენის  დიაგრამის   შევსება. ქართული და რუსული გრამატიკის მითითებული საკითხების მსგავსება -განსხვავების დადგენა.  (მუშაობა წყვილებში) 6წთ.
6  აქტივობა:   შედეგების შემოწმება.   (მთელი კლასი)           3წთ.
7  აქტივობა:  ,,ვიცი, მინდა ვისწავლო, ვისწავლე“ --კოგნიტური სქემის      შევსება. ინდივიდუალურად.     5წთ.
8   აქტივობა:  ამ სქემის განხილვა, გაკვეთილის შეჯამება.   (მთელი კლასი). 3წთ.
9 აქტივობა: მოსწავლეთა    შეფასება.  (მთელი კლასი).   3წთ
შეფასების  ფორმა:
განმსაზღვრელი.
საჭირო რესურსები:
სახელმძღვანელო, კალმები, თაბახის ფურცლები, თვალსაჩინოებები, ქეროასლები.
გამოყენებული ლიტერატურა:
VІІ კლასის სახელმძღვანელო, დამატებითი წიგნები გრამატიკაში.

No comments:

Post a Comment